ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“იტალიის პოზიცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში უცვლელია”

იტალიის ერთ-ერთ ქალაქთან დამეგობრების შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა.

მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, უწყებამ და იტალიაში საქართველოს საელჩომ ამ საკითხზე მუშაობა უკვე დაიწყო.

მინისტრი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ იტალიის პოზიცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში უცვლელია და თანხვედრაშია საერთაშორისო თანამეგობრობის არაღიარების პოლიტიკასთან.

„ეს არის მცდელობები, რომ მოხდეს ინფორმაციის გავრცელება, თითქოს რაღაც კონტაქტები შედგა, რაღაც შეთანხმებები გაფორმდა. უნდა აღინიშნოს ცალსახად, რომ ნებისმიერი შეთანხმება თუ მემორანდუმი არის ბათილი იტალიის კანონმდებლობის შესაბამისად თუ ის არ არის შესაბამისობაში ცენტრალური ხელისუფლების პოლიტიკასთან.

იტალიის საგარეო საქმეთა სამინიტროსთან არის კომუნიკაცია, იტალიის ოფიციალური პოზიცია ჩვენთვის კარგად ცნობილია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან და სუვერენიტეტთან დაკავშირებით და პოზიცია არის ურყევი და ნებისმიერი აქტივობა, რომელიც შესაძლოა გარკვეული არაფორმალური არხებით განხორციელდეს არის ბათილი, არალეგიტიმური და არანარი კავშირი არ აქვს იტალიის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის პატივისცემასთან“,- განაცხად აჯანელიძემ.

იტვირთბა....