ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“ძალით ამშობიარეს, შემდეგ გამოვიდნენ და გვითხრეს, ბავშვი ცუდად არისო”: რა მოხდა გაგუაში

გაგუას კლინიკაში გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის ოჯახის წევრები ექიმის დაუდევრობაზე საუბრობენ. როგორც მისი მეუღლე გიორგი კიწმარიშვილი აცხადებს,  29 წლის ნინო მათიაშვილის მდგომარეობა მშობიარობის შემდეგ დამძიმდა:

“ძალით ამშობიარეს, შემდეგ გამოვიდნენ და გვითხრეს ბავშვი ცუდად არისო, ინკუპატორში ჩააწვინეს. მე ბავშვზე ვნერვიულობდი, ვიცოდი ნინო ვერ გადაიტანდა მას რომ რამე დამართნოდა, მაგრამ მოგვიანებით გვითხრეს ჩვილი კარგად არის მაგრამ ნინოს სისხლს ვერ ვუჩერებთო” – აცხადებს გარდაცვლილის მეუღლე.

ოჯახის ახლობლები პაციენტის გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დადგენის მოთხოვნით, ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციის საბჭოს უახლოეს დღეებში მიმართავენ.

“გვითხრან რატომ არ გაკეთდა ან საკეისრო კვეთა, მე პირადად ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ როდესაც სისხლდენა დაეყწო, საშვილოსნოს ამოღებაც უკვე დაგვიანებული იყო”- აცხადებს ნინო მათიაშვილის ოჯახის ახლობელი.

გაგუას კლინიკაში ახალგაზრდა ქალი 30 აპრილს იმშობიარა, პირველ  მაისს კი კლინიკაში გარდაიცვალა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტომ გაგუას კლინიკაში ახალნამშობიარები ქალის გარდაცვალების ფაქტზე მოკვლევა დაიწყო.

 

იტვირთბა....