საერთაშორისო პოლიტიკური სკოლის მიერ ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით bm.ge წერს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში, საქართველოში ხორცის ფასები სტაბილურად იზრდება.
კვლევის მიხედვით, მარტში ქვეყანაში ხორცის ფასი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7,1%-ით გაიზარდა. ფასის მატების მიზეზად, საქართველოდან ხორცისა და პირუტყვის ექსპორტის ზრდა დასახელდა.
საქსტატის მონაცემებით, 2017 წლის პირველ სამ თვეში ცოცხალი მსხვილფეხა პირუტყვის ექსპორტმა 9,8 მლნ დოლარს გადააჭარბა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს ციფრი 3,8 მილიონი დოლარი იყო.