თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, გუშინ საღამოს 26 წლის მამაკაცს საკუთარ ავტომობილში ცეცხლი გაუხსნეს. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
როგორც თვითმხილველებმა აღნიშნეს, ავტომობილს, რომელსაც მამაკაცი მართავდა, სხვა ავტომობილმა გზა გადაუჭრა, საიდანაც ცეცხლი გახსნეს. მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. როგორც ექიმები ამბობენ, მას მრავლობითი ცეცხლსასროლი ჭრილობები ჰქონდა მიყენებული. თვითმხილველთა თქმით, მოკლული მამაკაცი ჯავახიშვილის ქუჩაზე ცხოვრობდა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. როგორც შსს-ს პრესსამსახურში “მეტრონომს” განუცხადეს, საქმე სსკ-ის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა) მუხლებით აღიძრა. მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ინტენსიური სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.