ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კულინარიულ კონკურსს სპეციალისტებთან ერთად მინისტრიც შეაფასებს

2017 წლის 5 მაისს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემია USAID-ის პროგრამა REAP-თან ერთად უმასპინძლებს კულინარიულ კონკურსს. ღონისძიება აშშ-სა და საქართველოს პარტნიორობის 25 წლისადმი მიძღვნილი იუბილეს ფარგლებში იმართება და  მიზნად ისახავს ქართული აგრო-პროდუქციის წარმოების ხელშეწყობას და აშშ-სა და საქართველოს მთავრობების მხარდაჭერის დემონსტრირებას.

 

აშშ-ს ელჩის მოადგილე ნიკოლას ბერლინერი, USAID-ის მისიის დირექტორი დაგლას ბოლი და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩხეიძე    მონაწილეობას მიიღებენ კულინარიულ კონკურსში და მოამზადებენ კერძებს. გამოყენებული იქნება სოფლის მეურნეობის სამინისტროს, USAID REAP-ის და  სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს (APMA) ბენეფიციარების მიერ საქართველოში წარმოებული პროდუქცია. კონკურში მონაწილეებს დახმარებას  კულინარიის აკადემიის სტუდენტები გაუწევენ.

 

მომზადებულ კერძებს შეაფასებენ სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ცნობილი ქართველი შეფ-მზარეული მერიკო გუბელაძე, ანასტასია ბენდუქიძე, ცოდნის ფონდის დირექტორი და ბახვა ბრეგვაძე, მსახიობი.  დაჯილდოვდება ყველაზე საინტერესო და გემრიელი კერძის ავტორი.

 

ღონისძიება მიზნად ისახავს საქართველოში წარმოებული აგრო-პროდუქციის პოპულარიზაციას. კონკურსზე გამოყენებულ ყველა პროდუქტს მიღებული აქვთ ხარისხის დამადასტურებელი სერთიფიკატები, რაც პროდუქციის ევრო კავშირში გატანას შეუწყობს ხელს და წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება DCFTA-სკენ.

 

იტვირთბა....