ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სავარაუდოდ, თბილისში “ღამის მგლების” წევრი დააფიქსირეს (ფოტოები)

ფეისბუქმომხმარებელი კობა ნაროუშვილი სოციალურ ქსელში ფოტოებს ავრცელებს, რომლის მიხედვით, “ღამის მგლები” თბილისში შემოვიდნენ.
შეგახსენებთ, რომ შსს-ს ინფორმაციით, “ღამის მგლები” საქართველოს საზღვრიდან გააბრუნეს.

მოტოციკლისტი დიმიტრი ხრიპკოვი სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე წერს:
“დიახ, მოვიდა შეტყობინება სასაზღვრო სამსახურიდან, რომ მაისის დღესასწაულების ბოლომდე მოტოციკლისტებისთვის საქართველოს საზღვარი დაკეტილია. ვინც საზღვარზე დგას დაბრუნდით ვლადიკავკაზში,”-წერს ხრიპკოვი.

გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, რუსი ბაიკერები საქართველოში შემოსვლას არ აპირებენ:

„დამშვიდდით, ისინი შემოსვლას არ აპირებენ“, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

“მეტრონომი” შსს-სგან კომენტარის მიღებას ელის.

18195050_10208728101388934_8648261244168297768_n18198678_10208728101548938_7499219911128182867_n

იტვირთბა....