aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო-სახალხო განხილვაში ჩაერთვება

aviabiletebi
ავიაბილეთები

“პრეზიდენტის ადმინისტრაცია საკონსტიტუციო ცლილებების საერთო სახალხო განხილვებში ჩაერთვება, თუმცა პარლამენტისგან შეთავაზებას ელოდება,”- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკურმა მრჩეველმა ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა. მისი თქმით, რა ფორმით ჩაერთვება პრეზიდენტის ადმინისტრაცია განხილვებში, ეს მმართველი გუნდის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

“ჩვენ მზად ვართ ჩავერთოთ პროცესში. როგორი იქნება სამუშაო წესი, ამას შემოთავაზებული ფორმატი განსაზღვრავს. გვინდა, რომ პროცესი იყო ღია, გახსნილი და არ იყოს ფორმალური. “- განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

უკვე ცნობილია იმ საორგანიზაციო კომისიის წევრების ვინაობა, რომლებიც “საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ” კანონპროექტის 1-თვიან საერთო სახალხო განხილვაში იქნება ჩართული. კომისია 9 წევრისგან დაკომპლექტდა.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტში ორი დღის წინ დარეგისტრირდა.  მას “ქართული ოცნების” 108 დეპუტატი აწერს ხელს.  საერთო სახალხო განხილვებითვის ერთი თვეა განსაზღვრული, რის შემდეგაც ქვეყნის მთავარი კანონი დასამტკიცებლად საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლებს.

საკონსტიტუციო კომისიამ ცვლილებების პროექტს – სამუშაო ვერსიის მუხლებს და ალტერნატიულ წინადადებებს – მხარი 22 აპრილს დაუჭირა (43 მომხრე, 8 წინააღმდეგი).

იტვირთბა....