ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის გამართული სატელეფონო საუბრის მთავარი თემა სირიაში არსებული ვითარება და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა იყო.
თეთრი სახლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტები სირიაში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების მიზნით, უსაფრთხოების ზონების შექმნის აუცილებლობაზე შეთანხმდნენ.
დონალდ ტრამპმა და ვლადიმერ პუტინმა ახლო აღმოსავლეთში ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებზე და ჩრდილოეთ კორეის გარშემო არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზეც ისაუბრეს.