ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“სახალხო დამცველის ანგარიში ტენდენციურია”

მთავარი პროკურორის მოადგილე, გიორგი გოგუაძე ამბობს, რომ  სახალხო დამცველის 2016 წლის ანგარიში ობიეტურობას მოკლებულია და სამწუხაროდ, არ ასახავს იმ პოზიტიურ ასპექტებს, რაც 2016 წელს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მიმართულებით განხორციელდა.  ასე შეაფასა მთავარი პროკურორის მოადგილემ,  პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში სახალხო დამცველის ანგარიში.

„ძალიან სამწუხაროა, რომ სახალხო დამცველი თავისი 856 გვერდიან ანგარიშში ყურადღებას არ ამახვილებს ისეთ მნიშვნელოვან ასპექტებზე, როგორიცაა პენიტენციალურ დაწესებულებებში წამების, არაადამიანური მოპყრობის ფაქტების არათუ შემცირება, არამედ საერთოდ, მინიმუმამდე დაყვანა“,- აცხადებს გოგაძე.

მისივე თქმით, სახალხო დამცველის ანგარიშში ყველაფრის ნეგატიურ ჭრილში წარმოჩენა, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მიღწევების არასახვა ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ სახალხო დამცველის ანგარიში ტენდენციურია.

იტვირთბა....