aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დავით უსუფაშვილი ირაკლი ალასანიას შეხვდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

“თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი ლიდერი ირაკლი ალასანია , პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს შეხვდა. შეხვედრა დავით უსუფაშვილთან პირველ მაისს თბილისში შედგა.

საზოგადოებრივ მაუწყებელთან ალასანია პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარესთან შეხვედრას ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ ეს შეხვედრა რაიმე კონკრეტულ პოლიტიკურ მიზნებს არ უკავშირდება.

“პოლიტიკურ გეგმას ეს შეხვედრა არ უკავშირდებოდა. შემთხვევითი შეხვედრა იყო მეგობართან“, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა პარასკევს პრესკონფერენცია გამართა, სადაც მან ახალი პარტიის შექმნა დააანონსა. უსუფაშვილმა დაინტერესებულ ძალებს ცენტრისტული პარტიის შექმნა შესთავაზა. გავრცელდა ინფორმაციაც, რომ ვახტანგ ხმალაძე აღნიშნულ პარტიაში იქნება.

იტვირთბა....