აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ევროპას მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ აფრთხილებს. როგორც სააგენტო „როიტერი“ იუწყება, სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე აშშ-ის მოქალაქეებს ევროპაში გამგზავრებისკენ თავის შეკავებას სთხოვს.
უწყებამ აშშ-ის მოქალაქეებს საფრანგეთში, რუსეთში, შვედეთსა და დიდი ბრიტანეთში მომხდარი ტერაქტები შეახსენა და განაცხადა, რომ „ალ ქაიდასა“ და „ისლამურ სახელმწიფოს“ ტერაქტების მოწყობა ისევ შეუძლია.
სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, სავარაუდო სამიზნეები აეროპორტები, სასტუმროები, სავაჭრო ცენტრები, რესტორნები, კლუბები და კაფეებია.