ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ბავშვთა სამყაროს” ხანძრის შედეგად დაზარალებულები პროკურატურასთან აქციას მართავენ

ბავშვთა სამყაროს შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები მთავარ პროკურატურასთან აქციას მართავენ. ისინი ეჭვობენ, რომ შენობაში ხანძარი განზრახ გააჩინეს. მოვაჭრეები ითხოვენ, რომ “ბავშვთა სამყაროს” დირექტორის, შენობაში კონტრაქტორი კომპანიების ხელმძღვანელი პირების და დაცვის სამსახურის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას.

ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ მათთვის კომპენსაციის სახით გადახდილი 3000 ლარი ბევრად უფრო მცირეა, ვიდრე მიყენებული ზარალის ოდენობა. აქციის მონაწილეთა თქმით, ისინი დღემდე ვერ ახერხებენ ბანკების მიმართ აღებული ვალდებულებების შესრულებას.

სახელმწიფოსგან მოვაჭრეები კვლავ დახმარებას ითხოვენ და ისინი პროკურატურის შენობიდან მთავრობის ადმინისტრაციასთან გადანაცვლებას და აქციის გამართვას გეგმავენ.

შეგახსენებთ, სავაჭრო ცენტრი “ბავშვთა სამყარო” ხანძრის შედეგად მთლიანად დაიწვა. დაიწვა ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სავაჭრო ზონები. დაზარალებული მოვაჭრეები აქციებს პერმანენტულად მართავენ.

იტვირთბა....