2016 წელს, ყალბი ლარის ბანკნოტების რაოდენობა წინა წელთან შედარებით, 1,7-ჯერ გაიზარდა,- ინფორმაციას bm.ge ავრცელებს.
1.5-ჯერ არის გაზრდილი ყალბი ევროს ბანკნოტების რაოდენობა, ხოლო ყალბი დოლარების რაოდენობა შემცირდა 1.1-ჯერ. ეროვნული ბანკის წლიური ანგარიშის მიხედვით, სხვა უცხოური ყალბი ვალუტა გაიზარდა 1.3-ჯერ.
რაც შეეხება 50 თეთრის ნომინალის ყალბი მონეტების რაოდენობას, იგი წინა წელთან შედარებით შემცირდა 4.6-ჯერ, ხოლო 1 ლარის ნომინალის ყალბი მონეტების რაოდენობა, დაახლოებით, 30-ჯერ გაიზარდა.