aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“საცხოვრებელ სახლს ქვები დაუშინეს”: რატომ დააკავეს 2 ტრანსგენდერი ქალი?

aviabiletebi
ავიაბილეთები

2 ადამიანი დააკავეს ცხელ კვალზე. მათ ბრალი ედებათ, რომ საცხოვრებელ ბინას ქუჩიდან ქვები დაუშინეს და კარის შემტვრევას ცდილობდნენ. ასეთ განცხადებას აკეთებს ერთ-ერთი დაზარალებული ქალი.

როგორც მან გაზეთ “ნეტგაზეთს” განუცხადა, საცხოვრებელ ბინას, სადაც ხუთნი ცხოვრობენ, ტრანსფობიურ ნიადაგზე ქუჩიდან დაუშინეს ქვები, ხოლო როდესაც აივანზე გავიდნენ, გინება დაუწყეს. თავდამსხმელები დაახლოებით ხუთნი იყვნენ, შემდეგ ისინი ცდილობდნენ, სახლში შესულიყვნენ.

როგორც ტრანსგენდერმა ქალმა განგვიცხადა, მათ პოლიციას გამოუძახეს, ადგილზე მისული იყო 6 ეკიპაჟი, თუმცა, მეზობლები გარეთ გამოვიდნენ და პოლიციას არ მისცეს საშუალება, დაეკავებინათ თავდამსხმელები.

რესპონდენტმა “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ პოლიციამ ორი ტრანსგენდერი ქალი, მისი მეგობრები დააკავა. თუ რა მოტივით, არ განუმარტავთ.

ადგილზე მისული იყო “თანასწორობის მოძრაობის” იურისტი და საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელი.

შს სამინისტროს პოზიციას “მეტრონომი” მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

იტვირთბა....