ქარის ელექტროსადგურს აუქციონზე გაყიდიან,- ინფორმაციას bm.ge ავრცელებს.
გასაყიდ ფასს დაქირავებული აუდიტორული კომპანია მაისში გამოაცხადებს. ფასის დადგენის შემდეგ მოხდება გასხვისების პირობების შედგენა, რის შემდეგაც ქარის ელექტროსადგური ელექტრონულ აუქციონზე განთავსდება.
ენერგეტიკის განვითარების ფონდში ამბობენ, რომ სადგურის შეძენის მიმართ ინტერესი დიდია. სადგური 27 იანვრიდან მოიხსნა სატესტო რეჟიმიდან და კვალიფიციურ საწარმოდ დარეგისტრირდა. შესაბამისად, ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი სადგურის მიერ გამომუშავებულ 1 კვტ.სთ ელექტროენერგიას 6.89 ცენტად ყიდულობს.
„ქართლის ქარის ელექტროსადგურის“ სიმძლავრე 20,7 მგვტ-ს შეადგენს. სადგური 6 ცალი 3,45 მგვტ-ის სიმძლავრის ქარის ტურბინისაგან შედგება.

