ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა 48-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება

დღეს 30 აპრილს, სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა 48-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება. კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული 1100-ზე მეტი ბავშვი გახდება.
ნათლობის დასრულების შემდეგ, საღამოს 8 საათისთვის სამებაში ილია მეორე თავის ნათლულებს დალოცავს.

პატრიარქს უკვე ჰყავს 30 981 ნათლული. ჩვილთა საყოველთაო ნათლობა პირველად 2008 წლის 19 იანვარს პირველად გაიმართა. პატრიარქის ინიციატივა ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. პატრიარქის ნათლულები ჯვარდაწერილ ოჯახებში მესამე და მომდევნო შვილები არიან.

30 აპრილს, მართმადიდებელი ეკლესია წმინდა მენელსაცხებლე დედათა ხსენების დღეს აღნიშნავს.

იტვირთბა....