ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პრეზიდენტი: ნუ იღლებიან ჩემთან ირიბი ვაჭრობით

საქართველოს პრეზიდენტმა ახალციხეში სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრისას, პარლამენტის თავმჯდომარის ბრალდებებს უპასუხა:

„ნელ-ნელა მიხვდებიან, რომ ეს ჩემი კამპანია არ არის. ეს არ არის ჩემი საარჩევნო შტაბი. ეს არ არის ჩემი ვაჭრობის თემა, რომელიც უკვე რამდენჯერ ითქვა. ეს აბსოლუტური, არანორმალური ფორმულირება, რომ- წესიერად მოიქეცი და ასეთი კონსტიტუცია იქნება და თუ წესიერად არ მოიქცევი, ასეთ კონსტიტუციას დავდებთ. ეს მერამდენჯერ ითქვა უკვე და პლუს, კიდევ რაღაც ქვეტექსტი ვაჭრობის. ნუ იღლებიან ამ ჩემთან რაღაც ირიბი ვაჭრობით. თან ასე პირდაპირ მოსვლას ვერავინ ვერ ბედავს, რომ ეს მკადრონ, ირიბად ვაჭრობენ. ნუ დაიღლებიან ამით,“ – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციაზე განხილვებს ხვალიდან უკვე დედაქალაქში გამართავს.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს პრეზიდენტს და მისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელს მორიგ ბრალდებებს უყენებს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტი და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ,,ე.წ. ექსპერტებთან” ერთად, საქართველოს პარლამენტზე შეტევას გეგმავენ.

კობახიძის შეფასებით, პრეზიდენტმა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წინააღმდეგ კამპანია დაიწყო, რომელიც გრძელდება და საქმე იქითკენ მიდის, რომ 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნები პირდაპირი წესით აღარ გაიმართება.

იტვირთბა....