ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ლევან ბერძენიშვილი დავით უსუფაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას ეხმაურება

“რესპუბლიკური პარტიის” წევრმა  ლევან ბერძენიშვილმა “საზოგადოებრივ მაუწყებელთან”  დავით უსუფაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ ისაუბრა  და განაცხადა, რომ ვიდრე ის გუნდს არ წარმოადგენს,  მანამდე ძნელია საუბარი, ახალი პარტია ხელისუფლების ალტერნატივა არის თუ არა:
“პოლიტიკაში დაბრუნებას ვერავინ ვერავის დაუშლის. ბუნებრივია, რომ პოლიტიკაში იქნება, გავიგეთ, რომ პოლიტიკაში დაბრუნდა, მაგრამ ვერ გავიგეთ – რა გუნდით და სახელით. გუნდის ნახვამდე ვერ გეტყვით, არის თუ არა ხელისუფლების ალტერნატივა. რა თქმა უნდა, ერთი კაცი ალტერნატივა არ არის. ინტერესი დავკარგეთ. ეს ჩვენი წარსულია. ჩვენი საქმე გვაქვს”, – განაცხადა ბერძენიშვილმა.

იტვირთბა....