ძლიერმა ქარმა ფოთში 10-მდე მაღალსართულიან საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა. ასევე ქარმა წააქცია ხეები და დააზიანა საბავშვო ბაღის შენობა. მოსახლეობა ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს.
ამ დროისათვის, ზარალის ზუსტი ოდენობა უცნობია. ადგილობრივი მთავრობის განცხადებით, სპეციალური კომისია ზარალს აღრიცხავს და თითოეულ დაზარალებულს დაეხმარებიან.