ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მაკედონიის პარლამენტში დემონსტრანტები შეიჭრნენ

მაკედონიის დედაქალქ სკოპიეში დემონსტრანტები პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ.  შედეგად დაშავდა სოციალ-დემოკრატების ლიდერი ზორან ზაევი.

აქციის მონაწილეები პარლამენტის სპიკერად ეთნიკური ალბანელის თალათ ჯაფერის არჩევას აპროტესტებდნენ.

200-მდე დემონსტრანტი ჯერ ფოიეში, შემდეგ კი სხდომათა დარბაზში შეიჭრა. ზოგიერთი მათგანი ნიღბებით იყო. ჩამსხვრეულია შუშები და კორიდორებში სიხლის კვალია დარჩენილი.

”როიტერის” ინფორმაციით, პოლიციამ დემონტრანტების წინააღმდეგ მანათობელ-ხმოვანი ყუმბარები გამოიყენა, რათა დეპუტატებს შენობიდან გასვლის შესაძლებლობა მისცემოდათ.

პარლამენტის პრეს-ცენტრში ბლოკირებული დეპუტატები კი სპეცრაზმმა გაათავისუფლა.

იტვირთბა....