პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
“კობახიძე ამბობს, რომ პრეზიდენტის ირიბი არჩევნები ჯობია 2018 წელს დაინიშნოს, მაგრამ ვიღაცას უწევენ ანგარიშს და ამიტომ 2023 წლამდე გადადებენ. მაგრამ, ის ვიღაცა ჭკვიანად თუ არ იქნება, მაშინ ამ გადაწყვეტილებას გადახედავენ.
მაჟორიტარები გაააქტიურეს. აქაც ამბობენ, რომ თუ ნაშთებს არ დამითმობთ, საერთოდ მაჟორიტარებსაც დავტოვებთო.
ანუ, ტოტალურ შანტაჟზე გადავიდნენ.
მე ვურჩევ პრეზიდენტს (პირადათაც) – “ცუდად” მოიქცეს, მიიღონ 2018 წელი, 2 მოსმენის შემდეგ პრეზიდენტი გადადგეს. ამის შემდეგ მოქმედი კონსტიტუციით დაინიშნება საპრეზიდენტო არჩევნები, სავარაუდოდ ადგილობრივის პარალელურად.
ამოცანა გვეკითხება, ამ პოლიტიკურ მოცემულობაში რა შედეგი დაიდება საპრეზიდენტო და ადგილობრივ არჩევნებზე (პაკეტურად) ამ შემოდგომაზე?!”-წერს ხუხაშვილი.