ქუთაისში, ჩეჩელაშვილის ქუჩაზე ხანძრის შედეგად მაუდის ქარხნის შენობა ნაწილობრივ დაიწვა.როგორც ადგილობრივები აცხადებენ, შენობაში ხანძარი გუშინ, გვიან ღამით გაჩნდა.
“მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, რომ შენობის მეორე სართული დაიწვა, 700 კვადრატული მეტრი.
ადგილობრივების თქმით, აღნიშნულ ფართზე ფეხსაცმლის საამქრო იყო განთავსებული. როგორც “მეტრონომს” საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ადგილზე 15 სახანძრო მანქანა მუშაობდა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად კი არავინ დაშავებულა.
როგორც “მეტრონომს” შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო.