გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27 – 28 აპრილს ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარია მოსალოდენლი.
ამასთან, როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოში აცხადებენ, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +22, +27 აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +18, + 23 გრადუსი იქნება.
მათივე ცნობით, 29 – 30 აპრილს საქართველოს ცალკეულ რაიონებში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.