“ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ 147 გულანთებული ქართველი მზადაა პარლამენტის შენობის წინ უვადო შიმშილობა დაიწყოს”, – ასეთ პოსტს დებს სოციალურ ქსელში მოძრაობა „ეროვნულების“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე. ის პარლამენტის მიერ დიდგორის დღის უქმედ გამოცხადებაზე კანონპროექტის შეჩერებას აპროტესტებს.
“ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ 147 გულანთებული ქართველი მზადაა დაიწყოს უვადო შიმშილობა პარლამენტის შენობის წინ. ვიცი ჩემს გვერდს ინტენსიურად კითხულობენ ხელისუფლების წევრები, ამიტომ
1 – სასწრაფო წესით გამოაცხადეთ დიდგორობა გამარჯვების დღედ და სახელმწიფო დღესასწაულად;
2 – კონსტიტუციაში ჩაწერეთ ერთნაირსქესიანთა ქორწინების აკრძალვა და ჩუგოშვილ-ვენეციის კომისიის დასკვნა არ გაითვალისწინოთ;
3 – კონსტიტუციით აკრძალეთ ქართული მიწის უცხოელებზე მიყიდვა;
წინააღმდეგ შემთხვევაში 147 პატრიოტი დაიწყებს უვადო შიმშილობას, ხოლო რამდენიმე დღეში მათ ათასები აყვებიან. 147 ადამიანის სია, თავისი სახელით და გვარით აქ გვაქვს. სავარაუდოდ იშიმშილებს მინიმუმ 500 ადამიანი. წამზომი ჩართულია!!!“ – წერს ბრეგაძე.
შეგახსენებთ, 12 აგვისტოს, დიდგორის ბრძოლაში გამარჯვების დღის დასვენების დღედ გამოცხადების ინიციატივას პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. ამ ინციატივას პარლამეტში 90 მომხრე და 1 წინააღმდეგი ჰყავდა. ცვლილებას “საქართველოს შრომის კოდექსი” ითვალისწინებს. თუმცა, როგორც გაირკვა თურქეთის საელჩომ საქართველოს მეგობრული თხოვნით მიმართა, რომ კანონპროექტში გარკვეული კორექტივები შეეტანათ, რის გამოც კანონპროექტის მსვლელობა შეჩერდა.