თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი მისი შვილის მიმართ „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებასთან დაკავშირებით დღეს, 12 საათზე, პროკურატურას მიმართავს.
როგორც სესიაშვილი ამბობს, პროკურატურასთან განცხადებას გააკეთებს, რის შემდეგაც „ნაციონალური მოძრაობა“ დასაცინი გახდება. რაც შეეხება მის შვილს, დეპუტატი ამბობს, რომ მისი მხრიდან რაიმე დანაშაულის ჩადენის ეჭვიც სასაცილოა.
„გამორჩეული შვილია და მე მეამაყება. მისი მხრიდან რაიმე დანაშაულის ჩადენის ეჭვიც კი ჩემთვის სასაცილოა“, – განაცხადა სესიაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“.
„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ირაკლი სესიაშვილის შვილის, დავით სესიაშვილის ქურდობაში მონაწილეობის საქმე მიჩქმალეს.