შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გადაზიდვის ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისი-გუგუთის საავტომობილო გზაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი საკუთარი ავტომანქანით დმანისიდან მარნეულის მიმართულებით გადაადგილდებოდა. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 0,13 გრამი ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღო. ბრალდებულის სახლის ჩხრეკისას კი ასევე ამოიღეს დიდი რაოდენობით ჰეროინი.
ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებული ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გადაზიდვის ფაქტზე მიმდინარეობს.