ახალი ამბები საზოგადოება სამართალი

სოფელ აძვიდან რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული ქართველი გაათავისუფლეს

გორის რაიონის სოფელ აძვიდან რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული 70 წლის ელდარ გუნდიშვილი თავისუფალია. ფაქტი “მეტრონომს” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც დაუდასტურეს.

რუსმა ოკუპანტებმა ელდარ გუნდიშვილი გორის რაიონის სოფელ აძვიდან დღეს გაიტაცეს. ადგილობრივები ყვებიან, რომ გუნდიშვილი მაშინ დააკავეს, როცა ის საქონელს თანასოფლელებთან ერთად მწყემსავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ელდარ გუნდიშვილთან ერთად მყოფმა ახალგაზრდებმა გამოქცევა მოახერხეს. ის რუსმა ოკუპანტებმა უკვე მეორედ გაიტაცეს.

იტვირთბა....