ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი საზოგადოება

ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში ცვლილებები შედის

ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში ცვლილებები შედის. კანონპროექტის განხილვების დაწყებამდე პარლამენტის აგრარული კომიტეტის წევრები ღვინის მწარმოებელ კომპანიებს შეხვდნენ და ცვლილებებზე კიდევ ერთხელ იმსჯელეს.

საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი კანონის სრულყოფა და საერთაშორისო კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციაა. კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, მეღვინეების მოთხოვნით, ჩამოსასხმელი ღვინის ექსპორტის აკრძალვა მოხდება, ასევე, სავალდებულო ხდება ყველა სახეობის ღვინის დეგუსტაცია. კანონპროექტზე საკომიტეტო მოსმენები პარასკევიდან დაიწყება.

იტვირთბა....