ენგურის ხიდთან მიმდინარე აქციის დროს დაკავებულ დარეჯან როგავას სამართალდამცველები წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან. ამის შეახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ.
ცნობისთვის, 25 წლის პაატა როგავა და 59 წლის არჩილ როგავა სოფელ რიყედან 20 დღის წინ გაიტაცეს. მათმა ოჯახის წევრებმა დღეს საპროტესტო აქცია გამართეს. მათ ენგურის ხიდის მისასვლელთან ცოცხალი ჯაჭვი გააბეს და დაკავებულების გათავისუფლება მოითხოვეს. სამართალდამცავების მოთხოვნას, რომ აქციის მონაწილეებს გზა გაეთავისუფლებინათ, შელაპარაკება მოჰყვა, რა დროსაც აქციის ერთ-ერთი მონაწილე დარეჯან როგავა დააკავეს და ზუგდიდის სამმართველოში გადაიყვანეს. დარეჯან როგავა დაკავებული პაატა როგავას დაა.