საზოგადოება

როგორ გავიგოთ სახლიდან ავტობუსი გაჩერებაზე რამდენ ხანში მოვა

ინტერნეტმომხმარებელი ირაკლი იაკობაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„(გაავრცელეთ! ბევრმა არც კი იცის!)

ბევრი არ სარგებლობს ამ სერვისით – არადა, ძალიან სასარგებლოა…

ავტობუსის ბევრ გაჩერებაზე (სადაც ელექტრონული ტაბლო არაა) კიდია ასეთი დაფა. თუ დააკვირდებით, აქ წერია:

 

ID: 2049

და

SMS: 93344

ესაა საკმაოდ მოხერხებული რამ:

1. SMS-ის გასაგზავნში წერთ ნომერს 93344

2. „წერილის” ადგილას წერთ ციფრს 2049

3. აგზავნით მესიჯს

4. რამდენიმე წამში მოგდით მესიჯი, სადაც წერია – თუ იმ გაჩერებაზე (რომლის ID ნომერია 2049) რა ავტობუსები ჩერდება და რომელი ავტობუსი რამდენი წუთის მერე მოვა.

ჩემი სახლის წინ გაჩერების „საიდენტიფიკაციო ნომერი” (ანუ ID) არის 1211. როცა ტრანსპორტით მივდივარ, სახლიდან ვაგზავნი 93344 -ზე მესიჯს – შიგ ვწერ მხოლოდ 1211 და მომდის განრიგი – ჩემთვის საჭირო ავტობუსი როდის მოვა ჩემს (ნომერ 1211) გაჩერებაზე. ჩემი სახლიდან გაჩერებამდე მისასვლელი დრო ვიცი, ასე რომ, ლოდინიც არმჭირდება, ისეთ დროს გავდივარ სახლიდან და ავტობუსსაც დროზე ვხვდები”.

იტვირთბა....