აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მომხდარის გამო სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებულ ორ პირთან დაკავშირებით, ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სტატუსს აქვეყნებს:
“ძალიან ვიდარდე ირაკლი ჩხვირკიას ამბავი. დიდი ხანია ვიცნობ, არა მხოლოდ როგორც რესპონდენტს და რომ მაწამონ, ვერ დავიჯერებ, რომ ის იყო იმ ყველაფრის ორგანიზატორი, რაც ბათუმში ვიხილეთ არეულობის ღამეს. ძალიან წესიერი და უბრალოდ, იდეინნი ტიპია, მოგწონს-არ მოგწონს მისი პოლიტიკური პოზიცია, ეგ სხვაა(ბევრჯერ გვიკამათია, ძალიან ცხარედაც), ერთი რაც ვიცი, უწესიერესი ადამიანია. ეგებ რეალური ორგანიზატორები მოეძებნათ ამ ბიჭისთვის არეულობის ორგანიზების დაბრალების ნაცვლად”.- წერს გრიგოლია ფეისბუქის საკუთარ კედელზე.
შეგახსენებთ, აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მომხდარის გამო სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებულ ორ პირს, ირაკლი ჩხვირკიასა და მერაბ ღოღობერიძეს აღკვეთი ღონისიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.