ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ამ ქვეყანაში ადამიანები ყოველდღე იპარავენ, ცოლებს ნაჯახით კლავენ და ღიპები ადევთ…”

,,გირჩის” ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ თოქ-შოუ ,,რეაქციის” ეთერში განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ბოლო დროს ატეხილი აჟიოტაჟი რომ თითქოს ,,ბიბლიურ თავისუფლებაში” გაწევრიანება ნიშნავს რწმენის შეცვლას, ან დაკარგვას, მცდარი აზრია.

“ამ ქვეყანაში ადამიანები ყოველდღე იპარავენ, ცოლებს ნაჯახით კლავენ, ღიპები ადევთ და ღვინოში იხრჩობიან და ამის გამო არ კარგავენ მართლმადიდებლობას. ჩვენი ამობეჭდილი ერთი ფურცელი როგორ აკარგვინებთ მართლმადიდებლობას?”. – ამბობს ჯაფარიძე.

„გირჩის“ წევრების მიერ ამ რელიგიური ორგანიზაციის დაფუძნების მიზანი იმ ახალგაზრდების დახმარებაა, ვისაც ჯარში წასვლა არ უნდა. აღნიშნული რელიგიური ორგანიზაცია სასულიერო პირებს აკურთხებს და შესაბამის ცნობასაც გასცემს. სასულიერო წოდების მქონე ახალგაზრდები კი, სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადებას ითხოვენ და როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, კანონის მიხედვით, ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება სავალდებულოა.

იტვირთბა....