პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, საკანონმდებლო ორგანოში კონსტიტუციური ცვლილებების პროექტის განხილვა ივნისში დაიწყება. როგორც ჟურნალისტებს კობახიძემ განუცხადა, მას შემდეგ, რაც პროექტის ინიცირება მოხდება, საყოველთაო სახალხო განხილვები დაიწყება, კომისია რეგიონებში გავა და მოსახლეობას შეხვდება, რათა მათ ის ცვლილებები გააცნონ, რაც კონსტიტუციაში უნდა აისახოს.
“საპარლამენტო განხილვები ივნისში დაიწყება. ასეთ რეჟიმში პარლამენტი იმ დამატებით ცვლილებებზე იმსჯელებს, რომელიც შეიძლება კონსტიტუციურ კანონში შევიდეს. შეიძლება, პროექტში ნებისმიერი ტიპის ცვლილებები შევიდეს. ეს დამოკიდებული იქნება როგორც საყოველთაო-სახალხო განხილვაზე, ასევე საპარლამენტო განხილვებზე.
გვაქვს დღის წესრიგი გვაქვს, რომლის მიხედვით საყოველთაო-სახალხო განხილვა ჩატარდება. კანონმდებლობისა და კონსტიტუციის თანახმად, ეს განხილვა პარლამენტის ექსკლუზიური პრეროგატივაა. შესაბამისად, ჩვენ ჩვენი დღის წესრიგით ვიმოქმედებთ. საყოველთაო-სახალხო განხილვა ჩატარდება და ამ განხილვის საფუძველზე, საბოლოო ჯამში, ის დოკუმენტი მომზადდება, რომელსაც კენჭი საქართველოს პარლამენტში ეყრება“, – განაცხადა კობახიძემ.