ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ლაგოდეხში საძოვრების გამო დაპირისპირება მოხდა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მშვიდობიანში, მოსახლეობა და კერძო მესაკუთრეები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება სადავო საძოვრების გამო დაიწყო.

მხარეებს შორის სიტუაციის განმუხტვის მიზნით, პოლიცია გამოიძახეს. სადავო გახდა 9 ჰექტარი, სადაც დღეს, მიწის დამუშავების მიზნით, ოფიციალური მეპატრონე ტექნიკის შეტანას ცდილობდა, მოსახლეობამ კი ამის საშუალება არ მისცა.

ადგილობრივების განცხადებით, მესაკუთრეებმა ისინი მოატყუეს და 30 ათასი ლარის გადახდის მიუხედავად, მიწა სარგებლობაში ვერ მიიღეს.

მესაკუთრეები ირწმუნებიან, რომ სოფლის მიერ საძოვრების გამოსასყიდად შეგროვილი თანხა არ იყო საკმარისი და ფულის ნაწილი უკან დააბრუნეს. მათივე თქმით, სოფელი საძოვარს ახლაც იყენებს და მესაკუთრეები მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს ფლობენ.

დაპირისპირებული მხარეების თქმით, დავა სასამართლოში გაგრძელდება.

იტვირთბა....