ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სპორტი

საქართველოს ძიუდიოსტთა ნაკრების ტრიუმფი: გუნდი კონტინენტის ჩემპიონი მეცხრედ გახდა

საქართველოს ძიუდიოსტთა ნაკრების ტრიუმფი პოლონეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე. ირაკლი ცირეკიძის გუნდი კონტინენტის ჩემპიონი მეცხრედ გახდა. პირველ წრეში ჩვენებმა იტალიის ნაკრები 4-1 დაამარცხეს. შემდეგ ანალოგიური ანგარიშით სერბებს აჯობეს, რასაც ნახევარფინალში უკრაინელებთან გამარჯვება მოჰყვა 3:2.

ფინალში ქართველი ძიუდოისტები რუსებს დაუპირისპირდენენ და მეტოქე ამჯერადაც დაამარცხეს. გადამწყვეტი გურამ თუშიშვილის და რენატ საიდოვოს შეხვედრა აღმოჩნდა. 22 წლის თუშიშვილმა მეტოქე იპონზე დააგდო და ჩვენს გუნდს ოქროს მედლები მოაპოვებინა.

აღსანიშნავია, რომ თუშიშვილი ინდივიდუალურ ასპარეზობაშიც უძლიერესის ტიტულის მფლობელი გახდა. ვერცხლის მედალს ადამ ოქრუაშვილი დაეუფლა, ხოლო ბრინჯაოს მედალი 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბექა ღვინაიშვილმა მოიგო. ქართველი ძიუდოისტები სამშობლოში, დღეს, გვიან ღამით დაბრუნდებიან.

იტვირთბა....