ბათუმის მოვლენებზე დაკავებულმა მერაბ ღოღობერიძემ წინასწარი დაკავების იზოლატორში შიმშილობა დაიწყო. ამის შესახებ სახალხო დამცველის წარმომადგენელმა და ადვოკატმა განაცხადეს.
მერაბ ღოღობერიძე სასულიერო პირთან შეხვედრას ითხოვს. სასამართლო პროცესი ადმინისტრაციულ დარღვევაზე დღეს უნდა გამართულიყო, თუმცა ღოღობერიძის გამოუცხადებლობის გამო გადაიდო.
გადადების მიზეზი სახალხო დამცველის წარმომადგენლის განცხადებით, სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის კომუნიკაციის პრობლემა იყო. მერაბ ღოღობერიძე ჯერ პოლიციაზე წინააღმდეგობის გაწევის მიზნით, შემდეგ კი სისხლი სამართლის საქმის გამო დააკავეს.
შეგახსენებთ, რომ მერაბ ღოღობერიძეს ბრალს 11-12 მარტს ბათუმში განვითარებული მოვლენების ორგანიზებაში უყენებენ. ეს კი სისხლის სამართლის პროცესის 225-ე მუხლით არის გათვალისწინებული და თავისუფლების 6-დან 9 წლამდე აღკვეთას გულისხმობს.