ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

,,ასე გავატარე ჩემი დაბადების დღეეე!..”: “სელფი” საოპერაციოდან, რომელმაც ხმაური გამოიწვია

ჟურნალისტი გიორგი გიგაური სოციალურ ქსელში წერს:

“ჯანდაცვის მინისტრ, ბ-ნ დავით სერგეენკოს!
ეს – სამარცხვინოა!
ეს ექიმის უნიკალური პროფესიის გაბითურება და შეურაცხყოფაა!..

* * *
ამ ფოტოზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ გავრცელდა სოცქსელში, ქართველი ექიმი, ქალბატონი, კოლეგებთან ერთად, საკუთარ დაბადების დღეს ერთობ ,,ორიგინალურად” აღნიშნავს…
,,სადღესასწაულო სელფსაც” შესაბამისად ,,ამაღლებული” ტექსტი ადევს:

არადა, ეს ყველაფერი საოპერაციოში, პირდაპირ ქირურგიული ოპერაციის დროს ხდება – ფოტოზე ნათლად ჩანს, ანესთეზიით გონდაკარგული პაციენტი!

როგორც ჩანს, ჩვენში, მედიკოსებმა ჯერ კიდევ არ იციან, რომ მობილურის საოპერაციოში შეტანა კატეგორიულად დაუშვებელია, რადგან, მაგალითად, მანჩესტერის უნივერსიტეტის მეცნიერთა დასკვნით, მობილური ტელეფონი უნიტაზზეც კი ხუთჯერ ბინძურია!
http://news.bcm.ru/medicine_and_health/2010/7/26/9627/1

კიდევ მადლობა, რომ ღია ჭრილობაში ხელჩაყოფილებმა არ გადაიღეს ,,სადღესასწაულო ფოტო”…

დაბადების დღის სამუშაოზე აღნიშვნა ალბათ, საოპერაციო მაგიდაზე დაწვენილი პაციენტის გარეშეც შეიძლებოდა, მაგრამ ამას ცოტაოდენი საექიმო ეთიკა მაინც ხომ სჭირდება?!
ასეთი სელფების გამო, უცხოეთში ექიმებს ავტომატურად, სამსახურს ატოვებინებენ!
ეს დაახლოებით იმ ფოტოების სერიიდანაა, მონადირეები რომ იღებენ ნანადირევთან!

სხვისი არ ვიცი და, მე, არც ჩემთვის და არც ჩემი ახლობლებისთვის, ნამდვილად არ ვისურვებდი ასეთ ექიმებთან მოხვედრას!

ეს ექიმის უნიკალური პროფესიის გაბითურება და შეურაცხყოფაა!..
იმედია, ეს ,,ექიმები” სათანადოდ დაისჯებიან, რომ სხვებს არ გაუჩნდეთ სურვილი, ასე არადამიანურად დასცინონ უგონოდ მყოფ პაციენტებს!

P.S. თუ ჯანდაცვის სამინისტრო დაინტერესდება, მე შემიძლია ვუთხრა ,,ექიმის” ვინაობა!
P.S. P.S. რადგან ამ პოსტის გამოქვეყნების შემდეგ, თავად ,,მოქმედმა გმირებმა” გამოამჟღავნეს თავი, ეთიკური მოსაზრებების გამო, საავადმყოფოს და იუბილარის ვინაობის დაფარვას აზრი აღარ აქვს… ჩემი პასუხი მათ, თითქოს, არაობიექტურად გავაშუქე ,,წარმატებული ოპერაციით გამოწვეული ექიმების სიხარული”, ქვემოთ კომენტარებშია, ფოტო-მტკიცებულებასთან ერთად!”-წერს გიგაური, რომელიც მოგვიანებით დამატებით ინფორმაციასაც ავრცელებს:

“მე ეთიკური მოსაზრების გამო, შეგნებულად არ დავწერე ამ ქალბატონის ვინაობა, მაგრამ რადგან მას გამოუჩნდნენ ვექილები, რომლებიც არაობიექტურობაში მადანაშაულებენ (მისი ძმის – ანსამბლ ,,რუსთავის” შესანიშნავი მოღერლის დათო გველესიანის ჩათვლით), აქაოდა, ეს ფოტო მე -9 საავადმყოფოში ჩატარებული ურთულესი ოპერაციის ჩატარებით გამოწვეულ სიხარულით გადაიღესო, ვაქვეყნებ ფოტოს (რომელიც ავტორმა წაშალა!)! აქ არსად არ წერია არც ურთულესი ოპერაცია გადავაგორეთ და გვიხარიაო და არც ის, რა ბედნიერია პაციენტიო!
წერია მარტივად და უპასუხისმგებლოდ:
ასე გავატარე ჩემი დაბადების დღეე…
დიახ, ასე ,,გაატარა” !
და ვინც ცდილობს გაამართლოს (,,გააპრავოს”) გაუმართლებელი, ერთსაც ვიტყვი:
პროფესიონალმა ანესთეზიოლოგმა ის მაინც უნდა იცოდეს, რომ მობილური ტელეფონის შეტანა საოპერაციოში სასტიკად აკრძალულია! ის ხომ ათასი ბაქტერიის ბუდეა!
ეს სტატუსი კი იმიტომ დავდე და ძალიანაც კარგი, რომ ასეთი ხმაური მოჰყვა, რომ ექიმებმა პაციენტებს მიხედონ და სელფაობას თავი დაანებონ!
და ძალიან დიდი ყურადღებით დაველოდები ჯანდაცვის სამინისტროსა და მე-9 საავადმყოფოს ადმინისტრაციის ადეკვატურ გადაწყვეტილებებს!
მე მხოლოდ საზოგადოების წინაშე ჩემი ვალი მოვიხადე…”-წერს გიგაური.

ესს

“მეტრონომი” დაუკავშირდა მე-9 საავადმყოფოს, სადაც განაცხადეს, რომ თემაზე კომენტარს არ გააკეთებენ.

იტვირთბა....