ძლიერი ქარის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე რეისი გადაიდო. გაუქმდა კომპანია Turkish Airlines-ის ერთი რეისი თბილისი-სტამბოლის მიმართულებით. ერევანში მოუწია დაჯდომა და თბილისში 3 საათის დაგვიანებით ჩამოფრინდა თელავივიდან მომავალ თვითმფრინავი. პრობლემები შეექმნათ უკრაინის ავიახაზების, Pegasus -ისა და “Fly Dubai”-ს თვითმფრინავებსაც, მათ ჰაერში რამდენიმე წრე დაარტყეს თბილისს და ამის შემდეგ მოახერხეს აეროპორტში დაჯდომა.
იტვირთბა....