“ახალი საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი ბიძინა და ბერა ივანიშვილებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას ასაჯაროებს. ხაბეიშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა შპს “ურეკი რეზიდენსის” 100 % წილი, მის ვაჟს, ბერა ივანიშვილს 4 მილიონ ლარად მიჰყიდა. ხელშეკრულების მიხედვით, ბერა ივანიშვილს 4 მილიონი ლარის დასაფარად 15 დღიან ვადა აქვს.
“ბიძინა ივანიშვილი და მისი ვაჟი ბერა ივანიშვილი ერთმენეთში ვაჭრობით არიან დაკავებულები. ხელში ჩაგვივრდა დოკუმენტაცია საიდანაც ირკვევა , რომ ბიძინა ივანიშვილმა შპს “ურეკი რეზიდენსის” 100 % წილი, მის ვაჟს, ბერა ივანიშვილს 4 მილიონ ლარად მიჰყიდა.
საინტერესოა , როცა ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, მამა შვილი ივანიშვილები ერთმანეთთან ვაჭრობით და მილიონების გაცვლით არიან დაკავებულები. საინტერესოა, რომ ხელშეკრულებაში ბიძინა, მის ვაჟს, ბერას 15 დღიან ვადას აძლევს 4 მილიონი ლარის დასაფარად”-განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
მისივე თქმით, საინტერესოა დადგინდეს, რა არის აღნიშნული კომპანიის რეალური საბაზრო ღირებულება და რა ღირს მისი 100%-იანი წილი. ხაბეიშვილი არ გამორიცხავს, რომ აღნიშნული ნასყიდობა, ფულის გათეთრების მიზნით ხდება.
წყარო: “პირველი რადიო”