5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა გუშინ გვიან ღამით, ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოავარიას. ერთმანეთს მერსედესისა და ჯიპის მარკის ავტომობილები შეეჯახნენ, რის შემდეგაც ორივე მათგანს ტრაილერმა გადაუარა. შემთხვევის შედეგად, ავტომანქანებში მსხდომი ყველა მგზავრი დაიღუპა. გარდაცვლილთაგან ერთ-ერთი ფეხძიმე ქალია.
“მეტრონომს” შს სამინისტროს პრესცენტრში განუცხადეს, რომ მომხდარზე მიმდინარეობს ძიება სისხლის სამართის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7-ე ნაწილით.