ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

24 აპრილს ძლიერი ქარია მოსალოდნელი

ხვალ, 24 აპრილს, საქართველოში ძლიერი ქარია მოსალოდნელი. თბილისში ქარის სიჩქარე წამში 26-28 მეტრს მიაღწევს, ღამით გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი, რომელიც 25 აპრილსაც შენარჩუნდება. ქარის სიჩქარე წამში 26-28 მეტრს მიაღწევს შავი ზღვის სანაპიროზეც. მაღალმთაში შესაძლებელია თოვლი და ქარბუქი.

დღეს, 23 აპრილს, შავ ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი. დღის მეორე ნახევარში შესაძლებელია ქარის შკვალური გაძლიერება. საქართველოში 26 აპრილიდან გამოიდარებს.

იტვირთბა....