ახალი ამბები მთავარი სამართალი

თბილისში მშენებარე ობიექტიდან მუშა გადმოვარდა

უბედური შემთხვევა მოხდა თბილისში. შარტავას ქუჩაზე მშენებლობაზე მუშა გარდაიცვალა. შუა ხნის მამაკაცი მაღალსართულიანი კორპუსის მშენებარე ობიექტიდან გადმოვარდა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო და საპატრულო პოლიციის ბრიგადები. თვითმხილველების განცხადებით, მამაკაცს ფეხი დაუცდა და გადმოვარდა. ის ადგილზევე გარდაიცვალა.

მშენებლობას შარტავას ქუჩაზე, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, სამშენებლო კომპანია „x2 დეველოპმენტი“ ახორციელებს. როგორც კომპანიის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, მშენებლობაზე უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო. მისივე თქმით, მომხდარის მიზეზებს გამოძიება დაადგენს.

როგორც “მეტრონომს” შს სამინისტროს პრესცენტრში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

იტვირთბა....