ძლიერმა ქარმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში – ჯვარში, მუჟავაში, ჭალესა და ჩქვალერში საცხოვრებელ კორპუსებს და კერძო სახლებს სახურავები გადახადა. დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, მოგლეჯილია მრავალწლიანი ხეებიც.
ადგილზე იმყოფებიან სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები. ზარალის დათვლა დაიწყო შესაბამისმა კომისიამაც.