ხაშურის ცაზე გამოჩენილი მფრინავი ჰამაკი მსოფლიო პოპულარობას იძენს. ვიდეო, სადაც კარგად ჩანს როგორ დაფრინავს მამაკაცი ჰამაკით ხაშურის ცენტრში, საერთო ჯამში, Viralfrontier-ზე, LedBible-სა და ფეისბუქის რამდენიმე სხვა პოპულარულ გვერდზე ამ ეტაპისთვის უკვე 25 მილიონზე მეტმა უცხოელმა ნახა.
მფრინავ ჰამაკზე ასევე წერენ ისეთი საერთაშორისო გამოცემები, როგორებიცაა „დეილი მეილი“ და „მირორი“.
შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში ორი დღის წინ გამოჩნდა ვიდეო, სადაც ჩანს ჰამაკი, რომელიც დრონის მეშვეობით ჰაერში დაფრინავს. როგორც მისი ავტორები ამბობენ, ის ხაშურშია გადაღებული.
ვიდეოში ჩანს, რომ საფრენი ვიდეო-გადამღები დრონი, არამხოლოდ ჰამაკს, არამედ მასზე მყოფ ადამიანსაც გადააადგილებს.