ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ქვეყანას სამთავრობო კრიზისების ფუფუნება არა აქვს”

“ქართული ოცნების” წევრები  საკონსტიტუციო კომისიის მუშაობისთვის ბოიკოტის გამოცხადებას არაადეკვატურს უწოდებენ.

ფრაქცია “ქართული ოცნება- კონსერვატორების” წევრი, ზვიად ძიძიგური, აცხადებს, რომ ქვეყანას სამთავრობო კრიზისების ფუფუნება არა აქვს.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი, პროპორციულ სისტემაზე გადასვლისთვის მნიშვნელოვანი არის, რომ გამარჯვებულ პარტიას უნდა შეეძლოს, დააკომპლექტოს მთავრობა ისე, რომ სამთავრობო კრიზისი არ შეიქმნას,“ – აცხადებს ზვიად ძიძიგური.

დეპუტატი არასამთავრობოების შეთავაზებას, რომელიც საარჩევნო ბარიერი 3%-მდე შემცირებას ეხება, არ ეთანხმება.

“ალტერნატიულო წინადადებების განხილვის დრო გვექნება, თუმცა არ ვემხრობი საარჩევნო ბარიერის 3%-მდე დაწევას. ვემხრობი პროპორციულ სისტემაზე გადასვლას და ვფიქრობ, რომ თითიდან გამოწოვილი მიზეზების გამო, ამ პროცესს ხელი არ უნდა შეეშალოს”, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

იტვირთბა....