საქართველოს 2 მოქალაქე ბირმის სამართალდამცავებმა ქურდობის მცდელობისთვის დააკავეს. სამართალდამცავების ცნობით, ეჭვმიტანილები 90000 დოლარის ქვეყნიდან უკანონოდ გატანას ცდილობდნენ.
მიანმარის პოლიციის facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს 2 მოქალაქე იაგონის აეროპორტიდან საცვლებში დამალული თანხის გატანას ცდილობდნენ. სწორედ ამ დროს დააკავა პოლიციამ.
“რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, 64 წლის რ. ჯ. 51 წლის მ. ნ. ქვეყანაში ტურისტული ვიზით იმყოფებოდნენ. სამართალდამცავები ვარაუდობენ, რომ თანხა სავალუტო ჯიხურიდან მოიპარეს. საგარეო საქმეთა სამინისტროში “მეტრონომს” განუცხადეს, რომ გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმება მიმდინარეობს.