ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ძლიერმა ქარმა თბილისში ხე მოგლიჯა

ძლიერმა ქარმა თბილისში, ბუდაპეშტის ქუჩაზე ხე მოგლიჯა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ინციდენტის დროს სკვერში არავინ იმყოფებოდა.

ქარის გამო დღეს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში გამოძახებები შევიდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განაცხადეს, ძლიერმა ქარმა რამდენიმე ადგილზე ხეები, სარეკლამო ბანერები და სახლების სახურავები დააზიანა.

სინოპტიკოსების ცნობით, დღეს და ხვალ საქართველოს უმეტეს რაიონებში ძლიერი ქარი და წვიმაა მოსალოდნელი. ქარის სიმძლავრე წამში 20-25 მეტრი იქნება.

იტვირთბა....