„ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენელი გიორგი გუგავა საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე დასწრებას აპირებს, თუმცა მისი განცხადებით, კომისიის სხდომას პროტესტის ნიშნად დატოვებს.
„მე დღეს მოვედი, რათა ხელისუფლების წარმომადგენლებს უშუალოდ განვუცხადო ჩემი პროტესტი, რომ ისინი არ ასრულებენ ქართველი ხალხის დაკვეთას, არამედ ასრულებენ ივანიშვილის დავალებას, უგულებელყოფილია ხალხის ნება“ – განაცხადა გუგავამ.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფების მიერ მომზადებულ პროექტს დღეს უყრიან კენჭს. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დასკვნითი სხდომა სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში იმართება.