ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

საკონსტიტუციო ცვლილებების გასაპროტესტებლად, „თავისუფალი საქართველო“ აქციებს იწყებს

საკონსტიტუციო ცვლილებების გასაპროტესტებლად, მოძრაობა „თავისუფალი საქართველო“ საპროტესტო აქციებს იწყებს. ისინი საპროტესტო აქციების გამართვისკენ სხვა არასაპარლამენტო პარტიებსაც მოუწოდებენ. „თავისუფალი საქართველოს“ და „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ წევრებმა პარლამენტის წინ ერთობლივი აქცია გამართეს.

ისინი კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ეს ცვლილებები მხოლოდ ხელისუფლების ინტერესებს ემსახურება. ისინი კომისიის წევრებს მოუწოდებენ მხარი არ დაუჭირონ ამ პროექტს. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფების მიერ მომზადებულ პროექტს დღეს უყრიან კენჭს. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დასკვნითი სხდომა სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში გაიმართება.

იტვირთბა....