ფრანგებმა ახალი პრეზიდენტი ხვალ უნდა აირჩიონ, დღეს კი ქვეყანაში სიჩუმის დღეა. პრეზიდენტობის კანდიდატებს დღეიდან ყოველგვარი აგიტაცია ეკრძალებათ.
გამოკითხვების თანახმად, საპრეზიდენტო მარათონის ფავორიტად ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, ემანუელ მაკრონი, სახელდება. მას ამომრჩევლების 23% ემხრობა. თითქმის 22%-იანი მხარდაჭერა აქვს მარი ლე პენს, რომელიც საფრანგეთის ევროკავშირიდან გასვლას და ყოველგვარი მიგრაციის აკრძალვას აპირებს.
ექსპერტების პროგნოზით, მეორე ტურში ეს ორი კანდიდატი იბრძოლებს, თუმცა მათთან ერთად მეორე ტურში გასვლის შანსები აქვთ ფრანსუა ფიონს და ჟან ლიუკ მელაშონსაც. ბოლო გამოკითხვებით მათ 19%-იანი მხარდაჭერა აქვთ.
ექსპერტების განცხადებით, ეს ყველაზე რთულად პროგნოზირებადი არჩევნები იქნება, რადგან კანდიდატები ერთმანეთს მცირე სხვაობით ჩამორჩებიან.